რაულ კასტრო 9 მაისს მოსკოვში ჩავა

საქართველო, თბილისი - 2015-04-20 16:17:00

კუბის ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს სპიკერმა ვალენტინ მატვიენკომ განაცხადა. მისივე თქმით, კასტრო წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრება და შეხვედრებს ქვეყნის უმაღლეს პირებთან გამართავს.