ანკარა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 2015-04-16 17:09:00

ევროპარლამენტის მიერ სომხების გენოციდის აღიუარებას ოფიციალური ანკარა სასაცილოს უწოდებს. საგანგებო განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. "ეს სასაცილო რეზოლუცია სომხეთის პროპაგანდისტური კლიშეს ასახვაა და ჩვენ მას სერიოზულად არ აღვიქვამთ,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში. 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები ევროპარლამენტმა გენოციდად გუშინ აღიარა.