რუსული თვითმფრინავები იაპონიის საჰაერო სივრცეს ინტენსიურად არღვევენ

საქართველო, თბილისი - 2015-04-16 09:48:00

ბოლო ერთი წლის განმავლობაში იაპონურ ავიაგამანადგურებლებს იძულებითი აფრენა 944-ჯერ მოუხდათ. ამის მიზეზი რუსული ავიაციის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები გახდა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არანაკლებ ხშირად ქვეყნის საჰაერო სივრცეს ჩინური თვითმფრინავებიც არღვევენ.