ევროკავშირი უკრაინას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 2015-04-15 16:28:00

ბრიუსელმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პროცედურაზე მუშაობა დაასრულა.
ევროკავშირი კიევს 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მხარეები შესაბამის მემორანდუმს გააფორმებენ. პირველ ტრანშს კი უკრაინა სავარაუდოდ ზაფხულამდე მიიღებს.