იემენში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-15 09:17:00

იემენში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი დაღუპა. იბრაჰიმ რუბაიში უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. რუბაიშზე შეერთებულ შტატებს ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. ის 2002 წელს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა პაკისტანი-ავღანეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა 2006 წელს გუანტანამოს ციხიდან გაათავისუფლეს.