კანზასში ახალგაზრდა ტერორისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-11 07:40:00

აშშ-ში ტერორიზმის ბრალდებით 20 წლის ჯონ ბუკერ-უმცროსი დააკავეს, რომელიც ისლამისტურ წრეებში მუჰამედ აბდულა ჰასანის სახელით იყო ცნობილი. დაკავებული ფორტ-რაილიში (კანზასი) სამხედრო ბაზის აფეთქებას გეგმავდა. მანამდე ჯონ ბუკერი არმიაში შესვლას ცდილობდა, თუმცა სამხედრო სამსახურზე მას უარი უთხრეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსები გახდა. ერთ-ერთ სტატუსში ის წერდა, რომ ჯიჰადისტობას აპირებდა.