ილინოისს ქარიშხალმა გადაუარა

საქართველო, თბილისი - 2015-04-10 14:38:00

უამინდობა შეერთებულ შტატებში. ილინოისს ტორნადომ გადაუარა. წინასწარი ინფორმაციით, ქარიშხალმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი მძიმედ დაშავდა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ფეირდეილის დასახლებას მიაყენა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.