ვაშინგტონი ბაქოსთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველო, თბილისი - 2015-04-09 10:33:00

აშშ აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრში კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ 2016 წლის სამოქმედო გეგმა დასახეს.