ისლამისტმა ჰაკერებმა ფრანგული ტელეკომპანიის საიტი გატეხეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-09 10:02:00

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ფრანგულ ტელეარხ TV5 Monde-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. ჰაკერებმა ტელეარხის მაუწყებლობა შეაფერხეს და სოციალურ ქსელებში ტელეკომპანიის აქაუნთები დაბლოკეს. ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე კი რამდენიმე საათის განმავლობაში არაბი ლიდერების ფოტოები იყო დაკიდებული.