მოსკოვის მერიამ ოპოზიციის მიტინგზე სანქცია არ გასცა

საქართველო, თბილისი - 2015-04-09 09:52:00

მოსკოვის მერიამ 19 აპრილის აქციაზე სანქცია არ გასცა. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ალექსეი მაიოროვმა განაცხადა. განაცხადი „თავისუფლების მარშის“ ჩატარებაზე ოპოზიციამ მერიაში განაცხადი 2 დღის წინ შეიტანა, თუმცა სობიანინის უწყებამ აქციის ორგანიზატორებს სხვა მარშრუტი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მერიის მიერ შეTავაზებულ მარშრუტს.