კანადა ანტიისლამისტურ ოპერაციაში ჩაერთო. კანადურმა ავიაციამ ისლამისტთა პოზიციებზე იერიში სირიაში მიიტანა. მანამდე კი რამდენიმე ავიადარტყმა კანადელებმა ერაყში განახორციელეს. ოპერაციაში ორი კანადური ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა.