უკრაინის პრეზიდენტის ვაჟი ავარიაში მოყვა. უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი პოროშენკო მაიდანზე მიცუბიშის მარკის ჯიპს დაეჯახა, რომელშიც ბატალიონ აზოვის წევრები იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.