ეგვიპტეში შეტაკებებს 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-04-02 12:32:00

შეტაკებები ეგვიპტეში. სინას ნახევარკუნძულზე შეიარაღებული პირები თავს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ. ორმხრივი სროლისას 5 ეგვიპტელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 11 კი დაიჭრა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.