კანადაში პროსტიტუციაში ბრალდებულები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-02 12:12:00

კანადაში პროსტიტუციის ქსელის ორგანიზების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ქვეყანაში მეძავების არალეგალურად შეყვანა ედებათ. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, ბრალდებულებმა კანადაში ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან 500-მდე ქალი გადაიყვანეს და მათ მონრეალში, ტორონტოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ.