რუსული არხების ტრანსლაცია შესაძლოა მოლდოვაშიც აიკრძალოს

საქართველო, თბილისი - 2015-04-02 09:58:00

უკრაინის კვალდაკვალ, რუსული ტელეარხების ტრანსლაცია შესაძლოა მოლდოვაშიც აკრძალონ. შესაბამის კანონპროექტს დღეს კენჭს ქვეყნის პარლამენტი უყრის. ინიციატივა ლიბერალ-დემოკრატიულ და დემოკრატიულ პარტიებს ეკუთვნის. კანონპროექტის თანახმად, მოლდოვაში რუსული საინფორმაციო, ანალიტიკური და სამხედრო პროგრამების ჩვენება აიკრძალება.