ტიკრიტი ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარა

საქართველო, თბილისი - 2015-04-01 09:25:00

ერაყის არმიამ სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქზე კონტროლი დაამყარა. ტიკრიტის აღების შესახებ ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ქალაქზე მასირებული შტურმი ერაყის არმიამ და შიიტმა ამბოხებულებმა 2 მარტს დაიწყეს. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მათ წინააღმდეგობას ერთი თვის განმავლობაში უწევდნენ.