ყაზახეთში 30 ადამიანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 2015-03-31 16:24:00

ასტანის ერთ-ერთ რესტორანში 30-მდე ადამიანი მოიწამლა. 27 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. მომხდარის გამო რესტორან "ძველმოდურში" ლაბორატორიული შემოქმება ჩატარდა. ექსპერტიზის შედეგი ცნობილი უახლოეს ხანებში გახდება. მომხდართან დაკავშირებით დედაქალაქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.