კანადა ანტიისლამისტურ ოპერაციაში ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 2015-03-31 10:42:00

კანადა სირიაში ისლამისტთა წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვება. შესაბამის კანონპროექტს კენჭი პარლამენტმა უყარა. ხელისუფლების ინიციატივას მხარი 142-მა დეპუტატმა დაუწირა, წინააღმდეგ კი 129 კანონმდებელი გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანადური ავიაცია „ისლამისტური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ინტენსიურ ავიაიერიშებს განახორციელებს.