დონეცკსა და ლუგანსკში მოხალისეების განიარაღება იწყება

საქართველო, თბილისი - 2015-03-31 09:43:00

დონეცკის დეფაქტო ლიდერმა ახალი ბრძანებულება გამოსცა. ალექსანდრ ზახარჩენკოს განკარგულებით, იმ პირებმა, ვინც დეფაქტო რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებში არ ირიცხება, იარაღი 4 აპრილამდე უნდა ჩააბარონ. ისინი, ვინც განკარგულებას არ შეასრულებს, უკანონო ბანდფორმირებების წევრებად გამოცხადდებიან. ანალოგიური მოთხოვნა ამბოხებულთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ლუგანსკშიც წაუყენეს.