ჰარისონ ფორდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 2015-03-30 12:22:00

ჰარისონ ფორდი საავადმყოფოდან გამოწერეს. 72 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯერად დამაკმაყოფილებელია. თერაპიულ მკურნალობას ის სახლში გაივლის. სხეულის მძიმე ტრავმები ფორდმა ლოს-ანჟელესში მიიღო, სადაც მისმა სამოყვარულო თვითმფრინავმა გოლფის მოედანზე ავარიული დაშვება განახორციელა.