თავდასხმა ბრაზილიაში

საქართველო, თბილისი - 2015-03-30 09:29:00

ბრაზილიის პოლიციამ კრიმინალური თავდასხმა აღკვეთა. ბოროტმოქმედთა ჯგუფი თავს კურაის ნოვოსის ბანკს დაესხა. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა დროულად შეძლეს. პოლიცია შემთხვევის ადგილას რამდენიმე წუთში მივიდა. ორმხრივი სროლის შედეგად 7 მძარცველი დაიღუპა. პოლიციას მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.