Airbus A 320-ის მგზავრების ნათესავები კომპენსაციის სახით 50 ათას ევროს მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 2015-03-28 07:51:00

Airbus A 320-ის მგზავრების ნათესავები კომპენსაციას "ლუფტჰანზასგან" მიიღებენ. თითოეულ ოჯახს 50 ათასი ევრო გადაეცემა. "ლუფტჰანზას" შვილობილი კომპანიის, "ჯერმანვინგზის" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბარსელონა-დუსელდორფის რეისს ასრულებდა, კატასტროფა საფრანგეთის ალპებში განიცადა. კატასტროფას 150 ადამიანი ემსხდვერპლა. როგორც ტრაგედიის ადგილას ნაპოვნი შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი დამხმარე პილოტმა ჩამოაგდო.