Airbus A 320-ის პილოტი ავადმყოფობას მალავდა

საქართველო, თბილისი - 2015-03-27 16:21:00

პილოტი ანდერს ლუბეცი კომპანია "ლუფტჰანზას" ავადმყოფობას უმალავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია N-tv დუსელდორფის პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ავადმყოფობის დახეული ცნობა აღმოაჩინა, რაც იმაზე მოწმობს, რომ კატასტროფის დღეს ლუბეცი ავად იყო. Airbus A 320 საფრანგეთის ალპებში 3 დღის წინ ჩამოვარდა. როგორც საბორტო ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი, კატასტროფისას კაბინაში მხოლოდ დამხმარე პილოტი ანდერს ლუბიცი იმყოფებოდა, რომელმაც საპირფარეშოში გასულ პირველ პილოტს კაბინის კარი ჩაუკეტა და  ხელი სავარაუდოდ დაშვების ღილაკს დააჭირა.