პუტინი დასავლეთს აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-26 15:58:00

რუსეთის შეჩერების პოლიტიკა უპერსპექტივოა. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიაზე განაცხადა. "ჩვენს შესაჩერებლად ყველა ღონეს ხმარობენ- დაწყებული პოლიტიკური იზოლაციით, დამთავრებული მასშტაბური საინფორმაციო ომითა და სპეცსამსახურების ინსტრუმენტებით. ისინი ამბობენ, რომ თუ არ დავეთანხმებით, ხელებს გადაგვიგრეხენ, მაგრამ ასეთი ხრიკები ჩვენთან არავის გაუვა,"-აღნიშნა პუტინმა.