აშშ არაბულ კოალიციას მხარს უჭერს

საქართველო, თბილისი - 2015-03-26 09:30:00

ვაშინგტონი არაბული კოალიციის მიერ იემენში სამხედრო ოპერაციისბ დაწყებას მხარს უჭერს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან შემდგარმა კოალიციამ იემენში სამხედრო ოპერაცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით დაიწყო. კოალიციის ავიაციამ ხუსიტი ამბოხებულების პოზიციებზე რამდენიმე იერიში უკვე მიიტანა.