აფეთქებას დონბასში 4 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-03-26 07:13:00

4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა დონბასში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტრაგედია გვიან საღამოს გორლოვკის რაიონში დატრიალდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ბლოკ-პოსტის შემოვლას ცდილობდა, ნაღმზე აფეთქდა. ინციდენტისას ავტობუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.