BBC-ის წამყვანი პრუდუსერის ცემისთვის სამსახურიდან დაითხოვეს

საქართველო, თბილისი - 2015-03-25 13:45:00

BBC-ის ცნობილი წამყვანი ჯერემი კლარკსონი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი ტოკ-შოუს გადაღებაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლარკსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ პროდიუსერს იმის გამო მიაყენა, რომ სტუდიაში ცხელი საჭმელი არ დახვდა. შიდა გამოძიების ჩატარების შემდეგ კლარკსონი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის ადგილს სავარაუდოდ კრის ევანსი დაიკავებს.