ისლამური სახელმწიფოს რიგებში 400-მდე ბავშვი გაერთიანდა

საქართველო, თბილისი - 2015-03-24 14:36:00

ადამიანის უფლებათა დაცვის სისრიული ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანეთშია ბაზირებული, საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. Syrian Observatory for Human Rights-ის ცნობით, ისლამისტთა რიგებში 400-მდე ბავშვი გაერთიანდა. ე.წ. "ხალიფატის მოსწავლეები" საბრძოლო მომზადებას ჯიჰადისტთა ბაზებზე გადიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტები ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლებას არ აძლევენ და მათ ადამიანების სიკვდილით დასჯაში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ.