Facebook-ის მომხმარებლებს მაღაზიებში მათთვის სასურველი პროდუქციის მოძიების საშუალება ეძლევათ

საქართველო, თბილისი - 2015-03-23 12:21:00

 

კომპანია Facebook-ი გამსხვილებას განაგრძობს. სულ ახლახანს კომპანია პროდუქციის საძიებო სისტემის TheFind-ის მფლობელი გახდა. აღნიშნული კი თავის მხრივ TheFind-ის კლიენტებს დაეხმარება სოციალურ ქსელში საკუთარი სარეკლამო მაჩვენებელი გაზარდონ და პროდუქციაზე წვდომა და შესაბამისად რეალიზაცია გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ TheFind-ი არის სისტემა, რომელიც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მაღაზიებში მათთვის სასურველი პროდუქცია მოიძიონ და შეიძინონ კიდეც. TheFind-ი კალიფორნიის შტატში, 2006 წელს დაფუძნდა.