იემენში ორი მეჩეთი ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 2015-03-20 15:24:00

ტერაქტების სერია იემენში. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი დედაქალაქის მეჩეთებში აიფეთქეს. აფეთქებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა დგინდება. შიიტურ მეჩეთში ძირითადად ხუსიტი ამბოხებულები ლოცულობდნენ, რომლებმაც გასული წლის შემოდგომაზე დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს.