ჯიჰადისტებმა ერაყში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი დაანგრიეს

საქართველო, თბილისი - 2015-03-20 09:54:00

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ერაყში ისტორიულ ძეგლებს ანადგურებენ. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში ჯიჰადისტებმა მარ-ბენჰამის კათოლიკური მონასტერი დაანგრიეს. ტაძარი  მე-4 საუკუნეში ასურეთის მეფე სანჰაბერის მმართველობის პერიოდშია აგებული. ისლამისტებმა მოსულზე კონტროლი გასული წლის ზაფხულში დაამყარეს და რამდენიმე უნიკალური ისტორიული ძეგლი გაანადგურეს.