პსაკი: ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია

საქართველო, თბილისი - 2015-03-20 09:43:00

ყირიმი იყო და რჩება უკრაინის განუყოფელ ნაწილად და ნებისმიერი სამხედრო აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონი აქტიურად ადევნებს თვალს რუსეთის ქმედებებს ყირიმში და მყარად უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.