პოროშენკომ დონბასის სტატუსის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 2015-03-19 09:57:00

უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის სტატუსის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს პრეს-სამსახური იტყობინება. მანამდე კანონპროექტი უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების ნაწილი, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა.