პენტაგონი უკრაინელ სამხედროებს გაწრთვნის

საქართველო, თბილისი - 2015-03-19 09:29:00

უახლოეს მომავალში პენტაგონი უკრაინული არმიის წრთვნას დაიწყებს. ოფიციალური კიევის მტკიცებით, ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, პირველ ეტაპზე წრთვნას 780 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის. გარდა ამისა, თვის ბოლოს უკრაინა შეერთებული შტატებისგან რამდენიმე ათეულ სამხედრო მანქანებს მიიღებს.