პუტინი თიბილოვს მილიარდს დაჰპირდა

საქართველო, თბილისი - 2015-03-18 17:40:00

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების რეალიზაციის ფარგლებში ცხინვალი მოსკოვისგან მომავალ წელს მილიარდ რუბლს მიიღებს. ამის შესახებ კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მხარეებმა დეფაქტო ხელშეკრულებას ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერეს.