კემერონი: რუსეთმა, შესაძლოა, დესტაბილიზაციის გამოწვევა ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაშიც სცადოს

საქართველო, თბილისი - 2015-03-18 10:13:00

რუსეთმა, უკრაინის შემდეგ შესაძლოა, დესტაბილიზაციის გამოწვევა ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაშიც სცადოს,-განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა. 

“თუ დღეს არის უკრაინა, ხვალ შესაძლოა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი სახელმწიფო იყოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში რომელიმე სახელმწიფოს საზღვრის შეცვლა განსაკუთრებით საშიშია” – აღნიშნა დევიდ კემერონმა. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრა სამხედრო გზით შეუძლებელია და რუსეთის შესაჩერებლად ეკონომიკური ზეწოლაა საჭირო. 

შეგახსნებთ, რომ კემერონის განცხადებით, ბრიტანეთი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული  სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდეს.