რონალდუს რეალის ქომაგები შემოელანძღა

საქართველო, თბილისი - 2015-03-17 12:42:00

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სამეფო კლუბის გულშემატკივრები უცენზუროდ მოიხსენია. ინციდენტი ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაზე მოხდა. შეხვედრის 81-ე წუთზე რონალდუს ბერნაბეუს ტრიბუნებიდან დაუსტვინეს, რასაც ფეხბურთელმა უცენზურო სიტყვებით უპასუხა. მიმდინარე სეზონში რონალდუმ კლუბის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 39 ბურთი გაიტანა.