პუტინის, ნაზარბაევისა და ლუკაშენკოს შეხვედრა 20 მარტს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2015-03-16 18:54:00

რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრა ასტანაში 20 მარტისთვის არის ჩანიშნული.

ვლადიმერ პუტინი, ნურსულთან ნაზარბაევი და ალექსანდრე ლუკაშენკო სხვა საკითხებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

,,მხარეები სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების პერსექტივებს განიხილავენ. ასევე, მსოფლიო ეკონომიკაში თანამედროვე ტენდენციების გავლენის გათვალისწინებით ევრაზიაში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებენ.

გარდა ამისა, საუბარი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხება.” - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 12-13 მარტისთ[ის იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.