ყირიმის დეფაქტო პრემიერი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 2015-03-16 17:04:00

ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში აღარასდროს დაბრუნდება. ამის შესახებ ანექსირებული ნახევარკუნძულის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსენოვმა განაცხადა. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის საბოლოოა. ყირიმი ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა და სამშობლოდან წასვლა აღარსად აღარ გვსურს,"-აღნიშნა აკსენოვმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.