პუტინი ყირგიზ კოლეგას შეხვდება?

საქართველო, თბილისი - 2015-03-16 12:50:00

სანკტ-პეტერბურგში დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს ელიან. ალმაზბეკ ატამბაევი რუს კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა გასაჯაროვდება, პუტინის გაუჩინარების გამო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლო გამოდგება. კრემლის ლიდერი ჟურნალისტების თვალთახედვის არიდან 5 მარტს გაუჩინარდა, რაზეც რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა კტიტიკულია, სხვა ვერსიით კი ის სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი გახდა.