ბრაზილიაში ავტოკატასტროფას 42 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-03-15 09:13:00

მასშტაბური ავტოკატასტროფა ბრაზილიაში. სანტა-კატარინას შტატში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი მოულოდნელად სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა. ინციდენტს 42 ადამიანი ემსხვეროლა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა. სამაშველო სამუშაოები კატასტროფის ადგილას ჯერ არ დასრულებულა.