ნემცოვის მეგობრები მის მოხსენებას გამოაქვეყნებენ

საქართველო, თბილისი - 2015-03-15 09:01:00

"რუსეთის როლი უკრაინის კონფლიქტში"-სპეციალურ მოხსენებას, რომელსაც ბორის ნემცოვი ამზადებდა, მისი მეგობრები აპრილის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებენ. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია იაშინმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოხსნების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია, რადგანაც ის პარტიულ ოფისში ინახებოდა. რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 28 თებერვალს მოკლეს.

ფსბ-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ჩრდილოეთ კავკასიელი დააკავა.