პუტინი ორშაბათს გამოჩნდება?

საქართველო, თბილისი - 2015-03-13 14:04:00

რუსეთის გაუჩინარებული პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე შესაძლოა მომავალ ორშაბათს გამოჩნდეს.

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 16 მარტს პუტინი ყირგიზ კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს.

კრემლის ლიდერი ჟურნალისტებს უკვე კვირაზე მეტია აღარ უნახავს, რის გამოც მედია მისი ავადმყოფობის შესახებ ალაპარაკდა.

პუტინს პრეს-მდივანმა პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რამდენჯერმე უარყო.