გატუზოს "ოლდჰემ ატლეტიკის" მწრთვნელად იწვევენ

საქართველო, თბილისი - 2015-03-13 12:41:00

"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო სამწრთვნელო კარიერას აგრძელებს. მის კანდიდატურას ინგლისის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე კლუბის, "ოლდჰემ ატლეტიკის" მწრთვნელად განიხილავენ. გასული წლის ბოლომდე გატუზო ბერძნულ "ოფის" თავკაცობდა, მანამდე კი ის შვედური "სიონესა" და "პალერმოს" მთავარი მწრთვნელი იყო.