რუსეთმა სამხრეთში სამხედრო წრთვნები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2015-03-12 15:45:00

რუსეთის სამხრეთში მასშტაბური სამხედრო წრთვნები დაიწყო. ამის შესახებ სამხრეთ ოლქის სამეთაურო შტაბის პრეს-სამსახური იტყობინება. "სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის წვრთნა 19 პოლიგონზე მიმდინარეობს. წრთვნები სომხეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის რუსულ ბაზებზეც იმართება. სამხედრო სწავლებებში 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 1500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.