ყაზანში ხანძარმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-03-12 12:43:00

ყაზანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სავაჭრო კომპლექს "ადმირალში" გაჩენილმა ხანძარმა 5 ადამიანი იმსხვერპლა. მეხუთე ცხედარი მაშველებმა შენობის ნანგრევებში აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული, ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანი იყოს მოყოლილი. ხანძრის შედეგად დაშავებული 14 ადამიანი კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.