ნემცოვის ქალიშვილი მამის მკვლელობაში პუტინს ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-12 10:33:00

ბორის ნემცოვის ქალიშვილი მამის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას კრემლის ლიდერს აკისრებს. ვრცელი ინტერვიუ ჟანა ნემცოვამ BBC-ს მისცა.

“მამაჩემი პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო. მას ოპოზიციის ყველაზე ძლიერ ლიდერად განიხილავდნენ. ის პუტინს ებრძოდა  და მის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ კრემლის ლიდერს ეკისრება,“-აცხადებს ნემცოვა.