რუსეთი უკრაინას გაზს უძვირებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-12 10:11:00

გაზპრომი უკრაინას ბუნებრივი აირის ტარიფს უძვირებს. ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, უკრაინისთვის ათასი კუბამეტრი გაზის ფასი აპრილიდან 350-360 დოლარით განისაზღვრება. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება და ბუნებრივ აირს ევროკავშირისგან მიიღებს.