თბილისში 17 გრადუსამდე დათბება

საქართველო, თბილისი - 2015-03-10 08:10:00

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ზოგგან 20-25 მ.წმ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 16-21 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 12-17 გრადუსია ნავარაუდევი.

სინოპტიკოსები დედაქალაქშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

12 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.