სირიაში გერმანიის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2015-03-09 18:55:00

სირიაში ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლაში გერმანიის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

ის ე. წ. ,,ისლამური სახელმწიფოს” მეომრების წინააღმდეგ ამბოხებული ქურთების რიგებში იბრძოდა.

19 წლის გერმანელი ივანა ჰოფმანი სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა.